Lost------დაკარგულები
+4
J.Bracamontes
takotako
AnUkA
Admin
8 posters
Page 1 of 1
Lost------დაკარგულები
დაკარგულები (ინგლ. Lost) — ამერიკული სათავგადასავლო ტელესერიალი. სიუჟეტის ცენტრშია იდუმალებით მოცულ ტროპიკულ კუნძულზე კატასტროფაში მოხვედრილი ავიალაინერის მგზავრთა ისტორია. საცდელი სერია ტელეარხზე ABC ნაჩვენები იყო 2004 წლის 22 სექტემბერს და თითქმის 19 მილიონი მაყურებელი მოიზიდა. დღეისთვის გადაღებულია სერიალის ხუთი სეზონი.
სერიალი კულტურული ფენომენი გახდა, რომელმაც მთელი რიგი თანამდევი მოვლენები გამოიწვია: სერიალის სიუჟეტით გამოვიდა ლიტერატურული ნაწარმოებები, კომიქსები და ვიდეოთამაშები. 2007 წლის მაისში გამოცხადდა, რომ იგეგმებოდა კიდევ სამი სეზონის გადაღება, თითოეულ მათგანში 16 სერიით, რომელიც 2010 წელს დასრულდება. თუმცა 2008 წლის სეცნარისტთა გილდიის გაფიცვის გამო მეოთხე სეზონში სულ ნაჩვენები იქნა 14 სერია, რის გამოც მომდევნო სეზონებში წინასწარ განსაზღვრულ 16 სერიას დაემატება თითო სერია. სულ ნაჩვენები იქნება 120 სერია. საქართველოში სერიალის ოფიციალურ ჩვენებას აწარმოებს ტელეკომპანია იმედი. 1–2–3 სეზონების პრემიერა შედგა 2007 წელს. 4 სეზონის პრემიერა შედგა 2009 წლის მარტში. 5 სეზონის ჩვენება შედგა 2010 წლის გაზაფხულზე
სერიალის შექმნა 2004 წლის იანვარში დაიწყო, როცა ეიბისის იმდროინდელმა თავმჯდომარემ ლოიდ ბრაუნმა ახალი სერიალისთვის სცენარი შეუკვეთა. სერიალი უნდა ყოფილიყო ნაზავი დაახლოებით ისეთი წიგნისა, როგორიცაა ბუზთა ბატონი, ფილმისა, როგორიცაა განკვეთილი, სატელევიზიო სერიალისა, როგორიცაა ჯილიგანის კუნძული და რეალური შოუსი, როგორიცაა უკანასკნელი გმირი. საცდელი სერიებისთვის სცენარის დასაწერად ბრაუნმა ჯეი ჯეი აბრაჰამსს მიმართა. მიუხედავად თავდაპირველი ყოყმანისა, აბრაჰამს იდეა მოეწონა და დეიმონ ლინდელოფთან ერთად სერიალის პერსონაჟების და სტილის მოფიქრებას შეუდგა. მათ შეთხზეს აგრეთვე სიუჟეტი და ძირითადი ხაზი სერიალისა, რომელიც დაახლოებით ხუთი–ექვსი სეზონის განმავლობაში უნდა გასულიყო ეთერში. მიუხედავად დროის სიმცირისა, სერიალის შემქმნელებმა მოასწრეს პეროსნაჟების შექმნა და საჭირო მსახიობების შერჩევა ამ პერსონაჟების როლზე.
დაკარგულების ორნაწილიანი საცდელი სერია ყველაზე ძვირადღირებული გამოდგა ამერიკული ტელევიზიების ისტორიაში და დაახლოებით 10–14 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. სერიალის დებიუტი 2004 წლის 22 სექტემბერს შედგა და დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ისევე როგორც სასოწარკვეთილი დიასახლისები და გრეის ანატომია, დაკარგულები წლის ერთ–ერთ საუკეთესო სერიალად დასახელდა.
თვითმფრინავ ოუშენიკ 815–ის 324 მგზავრიდან მხოლოდ 71 გადარჩება (მათ შორის, ერთი ძაღლიც). პირველ სეზონში სერიალს 14 მთავარი გმირი ჰყავდა, რითაც დაკარგულები პრაიმ–ტაიმში ნაჩვენები სერიალთაგან მხოლოდ სასოწარკვეთილ დიასახლისებს ჩამორჩებოდა.
ნევინ ენდრიუსი განსახიერებდა ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ყოფილ ოფიცერ – საიდ ჯარას. ემილი დე რავინი ფეხმძიმე ავსტრალიელ გოგონას, კლერ ლითლტონს თამაშობდა. მეთიუ ფოქსი პრობლემებით დამძიმებული ქირურგის, სერიალის ერთ–ერთი მთავარი გმირის ჯეკ შეპარდის როლს ასრულებდა. ხორხე გარსია განასახიერებდა ჰუგო "ჰარლი" რეიესს – უიღბლო ლატარიის გამარჯვებულს. მეგი გრეისი თამაშობდა შენონ რეზენფორდს, ყოფილ ცეკვის მასწავლებელს. ჯოშ ჰოლოუეი თაღლითი ჯეიმს "სოიერ" ფორდის როლში იყო. იუნჯინ კიმი გავლენიანი კორეელი ბიზნესმენის ქალიშვილს, სუნ–ჰვა კვონს, ხოლო დანიელ დაე–კიმი – ჯინ–სუ კვონს განასახიერებდა. ევანჯელინ ლილი თამაშობდა დამაშავე ქეით ოსტინს, დომინიკ მონეჰენი კი – ყოფილ როკ–ვარსკვლავ, განარკომანებულ გიტარისტ ჩარლი პეისს. ტერი ო'ქუინი თამაშობდა იდუმალ ჯონ ლოკს. ჰაროლდ პერინო ინჟინერ–მშენებელ მაიკლ დოუსონს, ხოლო ახალგაზრდა მსახიობი მალკოლმ დევიდ კელი მის შვილს – უოლტ დოუსონს განასახიერებდა. იან ზომერჰელდერი განსახიერებდა ბუნ კარლაილს, შენონის ნახევარძმას და დედამისის კუთვნილი ქორწინების დამგეგმავი ბიუროს თანამშრომელს.
უკვე პირველ ორ სეზონში რამდენიმე ძველი პერსონაჟი ახლით ჩანაცვლდა. პირველი სეზონის მიწურულს ბუნი ტრაგიკულად დაიღუპა. უოლტი მეორე სეზონიდან მხოლოდ დროდადრო ჩნდება სერიალში მოწვეული მსახიობის სტატუსით. მეორე სეზონის მერვე სერიაში შენონის სიკვდილის შემდეგ სერიალში ახალი გმირები გამოჩნდა. მისტერ ეკო – ნიგერიელი კათოლიკე მღვდელი და ყოფილი ბოროტმოქმედი, რომლის როლსაც მსახიობი ადეუელ აკინეი–აგბეიე ასრულებდა; ანა–ლუსია კორტესი – აეროპორტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი და ყოფილი პოლიციის ოფიცერი, რომლის როლსაც მიშელ როდრიგესი ასრულებდა და ლიბი – ფსიქოლოგი, რომელსაც სინტია უოტროსი განასახიერებდა.
მესამე სეზონში ჰენრი იან კიუსიკის პერსონაჟი – ყოფილი შოტლანდიელი ჯარისკაცი დესმონდ ჰუმი – სერიალის ერთ–ერთ მთავარ გმირად იქცა, ისევე როგორც მაიკლ ემერსონი, რომლის პერსონაჟიც ბენ ლაინუსი, მეორე სეზონის მიწურულს რამდენიმე სერიაში გამოჩნდა ჰენრი გეილის სახელით. ბენ ლაინუსი "სხვების" ლიდერია. კუნძულზე მობინადრე ამ იდუმალი დაჯგუფების ერთ–ერთი წევრი ჯულიეტ ბურკიც სერიალის მთავარ პერსონაჟად იქცა. ჯულიეტის როლს მსახიობი ელიზაბეტ მიტჩელი ასრულებდა. მესამე სეზონის ბოლოს ჩარლი იღუპება.
მეოთხე სეზონში სერიალს დაუბრუნდა ჰაროლდ პერინო კვლავ მაიკლ დოუსონის როლში, რათა თავისი თავგანწირვით გამოესყიდა ის დანაშაულები, რაც სხვა თანამგზავრების წინააღმდეგ ჩაიდინა. მასთან ერთად სერიალს შემოუერთნენ ჯერემი დევისი – კუნზულის საიდუმლოებების ამოხსნით დაინტერესებული ნერვიული ფიზიკოსი დენიელ ფარადეის როლში; კენ ლანგი – სარკასტული სულებთან მოსაუბრე მაილზ სტრომის როლში; და რებეკა მადერი – წარმატებული და მიზანდასახული ანთროპოლოგის შარლოტა სტეიპლზ ლუისის როლში. კლერი სეზონის მიწურულს უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა. თუმცა, წინასწარ ცნობილია, რომ ის მეექვსე, ბოლო სეზონში ისევ გამოჩნდება. მეოთხე სეზონის ბოლო სერიაში მაიკლ დოუსონი იღუპება.
მეხუთე სეზონში სერიალს არც ერთი მთავარი პერსონაჟი არ შემატებია. სერიალს შემოუერთდა ზულეიკა რობინსონი, რომლის გმირიც ილანა მეექვსე, დასკვნით სეზონში ერთ–ერთი მთავარი მოქმედი პირი გახდება. სეზონის დასაწყისში შარლოტა იღუპება, თუმცა ბრუნდება ჯინ–სუნ კვონი, რომელიც მეოთხე სეზონის ფინალიდან ყველას მკვდარი ეგონა.
მთავარი გმირების გარდა, სერიალში მუდმივად ჩნდებიან მოწვეული მსახობები. მირა ფურლანი კუნძულზე მრავალი წლის წინ გამორიყული ფრანგული სამეცნიერო ექსპედიციის წევრის დანიელა რუსოს როლს ასრულებდა; ჯონ ტერი ჯეკ შეპარდის გარდაცვლილი მამას ქრისტიან შეპარდს განასახიერებს. ნესტორ კარბონელი "სხვების" იდუმალ და უბერებელ მრჩეველს რიჩარდ ალპერტს თამაშობს. ალან დეილის გმირი ჩარლზ უიდმორი "სხვების" ყოფილი ლიდერი და ამჟამად კორპორატიული მაგნატი, იმავდროულად დესმონდის შეყვარებულის პენი უიდმორის (პერსონაჟს განასახიერებსსონია ვალგერი) მამაცაა.
სერიალის გადაღება მიმდინარეობს ძირითადად ჰავაის ერთ–ერთ კუნძულ ოაჰუზე. ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუში იღებენ ურბანულ სცენებს, მათ შორის, აეროპორტის და სხვადასხვა ქალაქში მომხდარ ამბებსებაც.

Guest- Guest
Re: Lost------დაკარგულები
ქეითი ჩემი ყველაზე საყვარელი გმირი
ძალიან საინტერესო პერსონაჟია და საინტერესო წარსული აქვს
ძალიან საინტერესო პერსონაჟია და საინტერესო წარსული აქვს
Re: Lost------დაკარგულები
mec dzalian momwons tati keiti ulamazesi da usayvarlesiaa
JaCky BrAcAmOnTeSs- Posts : 196
Join date : 29.09.10
Age : 30
Re: Lost------დაკარგულები
admins kitxe da tu getyvis dadeo dadee ise ar dado girchev
JaCky BrAcAmOnTeSs- Posts : 196
Join date : 29.09.10
Age : 30
Re: Lost------დაკარგულები
au ra potooooooo vkvdebi interesiiiiiiiiiit
marus(A)- Posts : 674
Join date : 25.08.10
Age : 28
Re: Lost------დაკარგულები
mere mainc tqviaa an gvanaxee plzzz
marus(A)- Posts : 674
Join date : 25.08.10
Age : 28
Re: Lost------დაკარგულები
adminma unda mitxras ise vera imitom rom Dzalian isetia ra me mitvars eg gogo da tkven ar vici ubralod gakvirvebuli varr [/i][i]
Maritza- Posts : 15
Join date : 06.12.10
Re: Lost------დაკარგულები
mere admini arapers ar geubnebaa???
marus(A)- Posts : 674
Join date : 25.08.10
Age : 28
Re: Lost------დაკარგულები
ამ სერიალმა მართლა ჩამითრიააა!!! პირველი ნაწილი მართლა კარგი იყო მერე ძააან გააავარჯიშა რეჟისორმა თავისი ფანტაზია და მაყურებლები დაგარგა((( მე ჯოშ ჰოლოვეიზე ვაფანატებდი მაგ სერიალში ყველაზე მაგარი ეგ იყო
natacha- Posts : 45
Join date : 09.01.11
Age : 32
Location : tbilisi
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum
|
|